"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი ვიცით" - ვოლსკი 

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი თავისთავად პოლიტიკაში არ მონაწილეობს. ამის თაობაზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. ერთია, რომ ნაცმოძრაობა და მისი კონკრეტული რუპორები ცდილობენ, რომ ეს თემა შემოიტანონ და გვარებზე გადაიტანონ საკითხი. ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება მაგალითად, კეზერაშვილის, რომ სწორედაც ეგ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც ერევა, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, სამართლიანობა იქნება აქ მთავარი პრინციპი, სამართლიანობა და მხოლოდ სამართლიანობა.

- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი