ჩხუბი პარლამენტში - ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში ხმაურია. სხდომის დაწყებისთანავე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება "ხალხის ძალის" სოზარ სუბარსა და ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც "გამიჯნულმა" ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

ნაკაიძეს მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმაც ჩაარტყა.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი