ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჟაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია მოჰყვა თუ არა მსხვერპლი და არიან თუ არა დაშავებულები. 

"ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს "მხოლოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე",- წერს ზელენსკი. 

საკრებულოს წარმომადგენლის, ანატოლი კურტევი მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია კი მოქალაქეებს მიმართავს, არ გაავრცელონ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი