რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა - კალაშნიკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთი და საქართველო არიან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე - ამის შესახებ დუმის დეპუტატმა, დსთ-ს ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ისაუბრა. 

კალაშნიკოვმა ეს განცხადება ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, რომლის სახელწოდება იყო - ”პერსპექტივები რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ”. 

"მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან სკრუპულოზური საკითხები, რომლებიც თქვენ და მე უნდა გადავწყვიტოთ - რუსეთში ავიამიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ",- თქვა დეპუტატმა  ეკონომიკურ ფორუმზე. 

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის ძნელია წინასწარ თქმა, როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს და რა თანმიმდევრობით. 

როგორც "ეხო კავკაზა" წერს, ფორუმს  ასევე ესწრებოდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი. მისი თქმით, რუსეთი გახდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2022 წელს, მისი წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობაში 16%-ს აღემატებოდა.

ვოლვაჩმა თქვა, რომ საქართველოში დაგეგმილია ლაბორატორიის შექმნა რუსული სტანდარტების შესაბამისად, ღვინის სერტიფიკაციისთვის, "რომელიც საშუალებას მისცემს პერსონალს აღმოფხვრას ქართული ღვინის მეორადი სერტიფიკაცია რუსეთში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი