უკრაინაში ვიზიტის შემდეგ იაპონიის პრემიერი პოლონეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა პოლონეთში ჩავიდა და მატეუშ მორავეცკის შეხვდა. მან პირობა დადო, რომ იაპონია მხარს დაუჭერს პოლონეთის განვითარებას, რათა დაეხმაროს ის მეზობელ უკრაინას, რომელიც რუსეთისგან თავს იცავს.

კიშიდამ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე პოლონეთს მზარდი ტვირთი დააწვა. მან აღნიშნა, რომ იაპონია შესთავაზებს პოლონეთს დახმარებას მისი როლის მხარდასაჭერად და ეცდება "ენერგიულად განავითაროს“ პროექტები.

კიშიდამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია თანამოაზრე ქვეყნებისთვის, როგორიცაა იაპონია და პოლონეთი, დარჩნენ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაში.

მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი ყალიბდება, იაპონიასაც და პოლონეთსაც ესმის მსოფლიო მშვიდობისთვის რუსეთის იმპერიალიზმიდან მომდინარე საფრთხე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი