კალაძის და გახარიას ბანაკები - "ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყო

გამოქვეყნდა:

„ქართულ ოცნებაში“ წმენდა დაიწყო - მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ ივანიშვილი და უმრავლესობა ოდიოზური და რეიტინგის არმქონე ფიგურებისგან თავისუფლდება.

სოფო კილაძე, ნუკრი ქანთარია, სოფო ქაცარავა, ზაზა გაბუნია და ალექსანდრე ერქვანია - „ოცნების“ ეს დეპუტატები მომდევნო საპარლამენტო სიაში ადგილებს ვეღარ შეინარჩუნებენ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ დეპუტატების ნაწილი პარტიის რიგებს  2020-ის არჩევნებამდე დატოვებს. ერთ-ერთი პირველი კი ალექსანდრე ერქვანია იქნება, რომელიც სიაში თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა ჩაწერა. ვანო ზარდიაშვილის შემდეგ წმენდა ქართლი ოცნებაში გაგრძელდება და პარტიის ლიდერების პოლიტიკურ ვერდიქტით, არაპოპულარული და ნაკლებად ერთგული სახეები გუნდს მიღმა დარჩებიან.

„ქართულ ოცნებაში“ დიდი დაბნეულობაა. ვანო ზარდიაშვილი გაშვების შემდეგ ახლა უკვე აღარავინ იცის, ვის რა პოლიტიკური მომავალი ელოდება. ყველა ლიდერი ამბობს, რომ სიას ივანიშვილი მათ გარეშე არ დაწერს, თუმცა რეგიონების პარტიულ აქტივს ივანიშვილი ირაკლი კობახიძესთან ერთად ხვდება. ივანიშვილთან ერთად კალაძე უკვე იშვიათად ჩნდება, რომელიც ამტკიცებს, რომ სიის წერა და სახეების ძებნა ჯერ არ დაუწყიათ.

„ოცნების“ ყოფილი წევრები, ვინც ივანიშვილის ტაქტიკური სვლები კარგად იცის, ამბობენ, რომ ოლიგარქის კარზე ახლა დიდი ომია, ერთ მხარეს გახარია დგას მეორე მხარეს კი კალაძე მაღალი რეიტინგით.

უმრავლესობიდან დემარშით წასულები არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი რადიკალურ ნაბიჯზე კიდევ წავიდეს და საზოგადოებისთვის მიუღებელი სახეები ოცნებას ჩამოაშოროს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი