სტრატეგიული პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობის დადასტურებაა - ზალკალიანი პომპეო-გახარიას საუბარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერმინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატეელფონო საუბარი "კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს და ეს პარტნიორობა ყოველდღიურად ღრმავდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და უმაღლეს დონეზე გაესვა ხაზი ორივე მხარის მზაობას თანამშრომლობის გასაძლიერებლად ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. აღნიშნული საუბრით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი დონის მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, - წერს დავით ზალკალიანი.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყურადღებას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს, საქართველოს მთავრობის განცხადებაში ძირითადი აქცენტი პანდემიასთან ბრძოლის საკითხებს დაეთმო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი