საქართველოში ხვალ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ჩამოდის. ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს:
მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა." ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.