დღეს კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს შორის 1 სამედიცინო პერსონალია - ეზუგბია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 28 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს შორის 1 სამედიცინო პერსონალია. 

ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა, კიდევ ერთი დადასტურებულის წყარო არის გაჩიანი, ერთის წყაროა დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია და ინფიცირების ზრდის ტენდენცია სტაბილურია. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში ორი ძირითადი კლსატერია, გარდაბნის მუნიციპალიტეტი და ლილოს ბაზრობა, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, იქ დღეს ახალი პაციენტი არც შესულა და არც გაწერილია, მკურნალობას 41 პირი განაგრძობს.

28 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 145 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 927;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 456;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი