მკვლელობა მუხიანში - მოკლულის ვინაობა ცნობილია, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მუხიანის მე-4 მიკრორაიონის 42-ე  კორპუსთან საგამოძიებო მოქმედებები ისვე გრძელდება. სამართალდამცველები 65 წლის რამაზ ბასილაძის მკვლელობას იძიებენ.

ცხედარი ადგილობრივებმა ლიფტში ნახეს. სავარაუდოდ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტის შახატაში ჩააგდეს და  ცეცხლის გაჩენა სცადეს, რადგან ადგილზე  ცეცხლის კვალია. დამწვრობა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება ცხედარსაც. მკვლელობა გვიან ღამით, სავარაუდოდ დანითაა ჩადენილი.

სავარაუდოდ, პოლიციას უკვე ამოღებული აქვს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი