ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

მუხიანში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცის საქმეზე შინაგან საქმეთა სანიმისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. სავარაუდოდ, კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტში ცეცხლის გაჩენა სცადეს, რადგან ადგილზე ცეცხლის კვალიც იყო. ცხედარი დღეს დილით, ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი