"ხალხის ძალა" იმუქრება | "ოცნება" რუსული კანონის შემობრუნებას აპირებს

გამოქვეყნდა:

მუქარა "ხალხის ძალისგან" - ბიძინა ივანიშვილის ღიად რუსული პოლიტიკური დაჯგუფება რუსული კანონის პარლამენტში შემობრუნებას აანონსებს და არც ფიზიკურ დაპირისპირებას ერიდება. ხელჩართული ჩხუბი პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ აგენტების ხსენებას მოყვა და ბრალდებების ავტორები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით ამჯერადაც "ხალხის ძალის" ოდიოზური წევრები იყვნენ.

სკანდალური პროექტის მეორე პოლიტიკური დაბადებისთვის ემზადება ხელისუფლებაც. მმართველ პარტიაშიც, მისი გავლენის ქვეშ მყოფ მედიაშიც და უშუალოდ კანონის ინიციატორების მხრიდანაც სულ უფრო აქტიურდება საუბარი ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონის მნიშველობაზე. პარალელურად "ქართული ოცნება" პოზიციის გამაგრებას სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაშიც ცდილობს და სწორედ ამას უკავშირებენ ხელისუფლების ოპონენტები საკადრო ცვლილებებს განათლების სამინისტროში. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი