"ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი... უპირებენ, რომ დააბრუნონ ციხეში," - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია "ვივა მედის" განცხადებას.
მე დღეს "ვივა მედიდან" რომ გამოვედი, მქონდა იგივე შეკითხვები და იქ ვთქვი, რომ "ვივა მედის" არც ერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. უბრძანებს პენიტენციური სისტემა, ისიც არ არის აქ დამოუკიდებელი - ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი... უპირებენ, რომ დააბრუნონ ციხეში, - თქვა გიული ალასანიამ.
იხილეთ ასევე: