შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი 269-ით 37-ის წინააღმდეგ დაუჭირა. საკითხის წინააღმდეგებ მემარცხენე და მწვანეთა პარტიის წევრები იყვნენ.

მანამდე კი, 6-საათიან დებატებზე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა" „NATO-ს წევრობა საუკეთესო საშუალებაა შვედეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მთელი ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად“.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი