არაა გამორიცხული, დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი, ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სჭირდება - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

"ამ განცხადებას უწერს მათ იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო შემდეგ აწვდის პენიტენციურს, პენიტენციური აწვდის ვივამედს, სპეცოპერაცია ტარდება. ამ განცხადების სიყალბეც მაქედან ჩანს, რომ პენიტენციურს ეუბნებიან შეაფასეთო, პენიტენციურის დაქვემდებარებაშია კლინიკა ვივამედი, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა. ავადმყოფობის ისტორია აქვთ, გადახედავენ ავადმყოფობის ისტორიას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. არაა გამორიცხული, რომ დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი, იმიტომ რომ ხელისუფლებას ახლა სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ არიან ძალიან მაგრები. რუსეთს დაანახებენ იმას, რომ ნახეთ ჩვენი მტერი სააკაშვილი, ჩვენ არ შევსუსტებულვართ, პირიქით, მაგრად ვართ".

თქვა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის" განცხადებაზე, რომ პენიტენციურს მიმართავენ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი