"არა ბახმუტი, არამედ ადიივკა" - ISW-ის ცნობით, რუსულმა ჯარებმა შეტევის პრიორიტეტული მიმართულება შეცვალეს 

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის ირგვლივ რუსული ოპერაციების ტემპი ნელდება და რუსული ძალები შესაძლოა, ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას სხვა მიმართულებით.

ISW-ს ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული ძალები ამჟამად ზრდიან შეტევითი ოპერაციების ტემპს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი ქალაქის, ავდიივკას ირგვლივ დასახლების ალყაში მოქცევის მიზნით და შესაძლებელია, რომ რუსული ძალები ამას აკეთებენ ბახმუტის ირგვლივ წარუმატებელი ოპერაციებისა და უგლედარის გარშემო შეჩერებული შეტევის ხარჯზე.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, რუსული ძალები, როგორც ჩანს, უფრო მეტ საბრძოლო ძალას აგროვებენ ავდიივკას გარშემო, რამაც შესაძლოა, მათ საშუალება მისცეს გაზარდონ წინსვლის ტემპი ამ ნაწილში.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს შეუძლია, გაზარდოს შეტევის ტემპი ახალ მიმართულებებზე ბახმუტთან პირობითი "პაუზის“ ხარჯზე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ დროებით.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსულმა ძალებმა შეიძლება აირჩიონ ახალი მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების დაწყება ან გააქტიურება, მაგრამ ეს ოპერაციები სავარაუდოდ მცირე ხელშესახებ შედეგს მოიტანს, რადგან საერთო რუსული საგაზაფხულო შეტევა კულმინაციას უახლოვდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი