ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ვხედავთ - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან "ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის" შესახებ შემდგომი მუშაობის პერსპექტივები განიხილა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს შეუძლია.

"დადასტურდა რუსული მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის გადაჭრაზე - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი ხედავს საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით. სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების გზით მათი შემდგომი დემარკირებით", - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი