აშშ-ში 17 წლის მოზარდმა სკოლის ორი ადმინისტრატორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

გამოქვეყნდა:

NYT-ის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ კოლორადოს შატატის დენვერის საშუალო სკოლის მოსწავლემ ოთხშაბათს დილით ესროლა სკოლის ორ ადმინისტრატორს. 

შემთხევევის შემდეგ 17 წლის მოსწავლე გაიქცა. მოზარდი უსაფრთხოების გეგმის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც სკოლაში შესვლამდე გაჩხრეკას ითვალისწინებს. 

გამოცემის ცნობით, მოსწავლემ ორი ადმინისტრატორის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, რის შემდეგადაც ორივე მათგანი დაშავდა. სროლა მოხდა მას შემდეგ, რაც 17 წლის  მოსწავლეს განცალკავებულ ოთხაში ამოწმებდნენ და იარაღი აღმოუჩინეს. 

დენვერის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რონ თომასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი კაცი რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მეორის მდგომარეობა კი სტაბილურია. 

სავარაუდო დამნაშავე 17 წლის ოსტინ ლაილია, რომელიც იძებნებოდა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. NYT წერს, რომ პოლიციამ ლაილის ავტომანქანა იპოვა პარკში, მოგვიანებით კი მისი ცხედარიც ნახეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი