ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა - შსს მუხიანზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა.-მ 64 წლის კაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გარდაცვლილი კაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გარდა ამისა, ლიფტში იყო ცეცხლის კვალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი