
ჩინეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული გამანადგურებელი უკანონოდ შევიდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულების მიმდებარედ. სამხდროებმა განაცხადეს, რომ გემი გააძევეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის წყლებში ხომალდი "მილიუსი" შეიჭრა.
"საომარ მოქმედებათა თეატრის ძალები ყოველთვის შეინარჩუნებენ მზადყოფნას და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების და მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცედ დასაცავად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში", - თქვა ტიან ჯუნლიმ, ჩინეთის სამხრეთ თეატრის სარდლობის სპიკერმა.
ხუთშაბათს აშშ-ს საზღვაო ძალებმა უარყვეს ჩინეთის განცხადება. ამერიკა ამბობს, რომ გამანადგურებელი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ახორციელებს "რუტინულ ოპერაციებს" და ის არ ყოფილა გაძევებული.
"აშშ გააგრძელებს ფრენას, ცურვას და ოპერირებას იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი იძლევა საშუალებას“, - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის განცხადებაში.
მედია წერს, რომ დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ამ მხარეში იზრდება.