"მოვითხოვთ, ჩაერთოს კომისია" - "ვივა მედის" განცხადებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას მოითხოვს, რათა მათ შეაფასონ როგორია რეალურად, სააკაშვილის მდგომარეობა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ  "ვივა მედის" განცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, მესამე პრეზიდენტი ციხეში დააბრუნონ:

"სპეცოპერაციას ჰგავს ეს ყველაფერი. რა აქვთ დაგეგმილი, როგორ აქვთ დაგეგმილი, მან თქვა, რომ არ გამორიცხავს გადაიყვანონ.

ჩვენ ახლა სახალხო დამცველს მივმართავთ დღესვე ვივა მედის განცხადებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, რომ ჩაერთოს ის კომისია, შევიდეს ნახოს  რეალურად რა ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ვივა მედი არის სიცრუის მანქანა, რასაც ეუბნება სუსი-ი, აკეთებს "ვივა მედი". ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, "ვივა მედმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე, შესაბამისად კლინიკა ამბობს, რომ იძულებულია, მიმართოს პენიტენციურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი