თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის პატიმარი და მისი ოჯახი - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის რა თქმა უნდა, თავად პატიმარი. ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში, აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება.რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, ისინი არიან პასუხისმგებელი ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, ეს არის საერთო სურათი. 

და ასევე ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, ამაზე საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება, რატომ ხდება ეს, რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ჩართული თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს". 

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი