აშშ ბელარუსის ოპოზიციასთან სტრატეგიულ დიალოგს დაიწყებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან წლის ბოლოდან დიალოგს დაიწყებს - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანისა და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"აშშ მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიული, სუვერენული და სტაბილური ბელარუსიისკენ. შერმანმა და ტიხანოვსკაიამ გამოთქვეს იმედი, რომ სტრატეგიულ დიალოგში ჩაერთვებიან აშშ-ს სამთავრობო უწყებები“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

იქამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წამყვანი თანამშრომლისთვის, ბელარუსის ოპოზიციასთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის უფლებამოსილების მინიჭება.

 სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნისკენ ამერიკელ სენატორებს სვეტლანა ტიხანოვსკაიამაც მოუწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი