
აი ეგ არის ზუსტად იმერული ესკიზები. ერთი რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ზოგადად, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს კარგი, რომ არის ასეთი ინციდენტები პარლამენტში, მაგრამ როდესაც შემოდის სხდომათა დარბაზში დეპუტატი და ძალიან მძიმე რეპუტაციის დეპუტატი, რომელიც სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს მის მიმართ თბილი დამოკიდებულების გამოვლენა ბევრისთვის შეიძლება იყოს რთული...როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება, ეს გასაგებია.. დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა.
- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერების მოთხოვნაზე "ხალხის ძალის" გადასმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყა.