
"ახალი არაფერი ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაანახოს საზოგადოებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა არის ცუდი. რეალურად არის ის, რომ ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს, ძალიან მარტივია. შეიძლება "ვივამედში" დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას"
აცხადებს მერი კალაძე "ვივა მედის" განცხადებასა და მიხეილ სააკაშვილის ციხეში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.