პრინცი უილიამი უკრაინის საზღვართან ჩავიდა და უკრაინელი დევნილები მოინახულა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ჩავიდა. სამეფო ტახტის მემკვიდრემ უკრაინის საზღვართან ჟეშუვის ბაზა მოინახულა, სადაც ბრიტანელ და პოლონელს ჯარისკაცებს შეხვდა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ჟეშუვის შემდეგ პრინცი უილიამი ვარშავაში ჩავიდა, სადაც უკრაინელი დევნილების ცენტრში ქალები და ბავშვები მოინახულა.

სამეფო ოჯახის განცხადებით, პრინცი პოლონეთში 2 დღე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი