რუსეთში, ქალაქ იაროსლავში, საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ იაროსლავში, საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში სქელი შავი კვამლი ამ დრომდე შეინიშნება.  

"ცეცხლმოკიდებული შენობიდან შვიდი ადამიანი გამოიყვანეს მეხანძრეებმა, კიდევ 218 ევაკუირებული იქნა ობიექტის ადმინისტრაციის მიერ. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია", - ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციაში 52 მაშველი და 15 ტექნიკააა ჩართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი