მშენებლობები 2012 წელს გაჩერდა - ლაგოდეხის და ყვარელის მოსახლეობა

გამოქვეყნდა:

გაჩერებული პროექტები ლაგოდეხსა და ყვარელში - ადგილობრივი მოსახლეობა იმ ზიანზე საუბრობს, რაც დაუსრულებელმა პროექტებმა გამოიწვია. საუბარია სოფელ მაწიმში მდებარე დიდ სავაჭრო ობიექტზე, რომლის მშენებლობაც დაიწყო და ჯერჯერობით შეჩერებულია. ყვარელში კი უფუნქციოდაა დარჩენილი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მშენებლობები 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩერდა. "ნაციონალური მოძრაობა" კი ათასობით ლარ გაფლანგულ თანხასა და ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაზე საუბრობს.  

"დღე არც იცის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომ არის სატყეო ფონდის ტერიტორია, რომელშიც ხალხის ფული დაიხარჯა, ნახევარი მილიონი და ბალანსზეც კი არ აქვს აღებული, ეს არის დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი