
ისლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მადლობელი ვარ ისლანდიის, 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. მოსკოვის რეჟიმის მიერ მოკლული მილიონობით უკრაინელის ხსოვნისადმი პატივისცემისთვის, ეს არის ნათელი სიგნალი: ასეთი დანაშაულები დაუსჯელი არ რჩება" - წერს ზელენსკი
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.