სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი MiG-29 ავიაგამანადგურებელი გადასცა

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოთხი MiG-29 გამანადგურებელი გადასცა -  ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"სლოვაკეთი სწორ მხარესაა და ამ ჟესტით ჩვენ, როგორც ქვეყანა დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რაც დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ქვეყნის სიდიადეზე მეტყველებს", - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ

მათივე ინფორმაციით, უახლოეს კვირებში, უკრაინაში სხვა თვითმფრინავებიც გაიგზავნება, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი