
გლდანის ციხის საავადმყოფო ან რუსთავის ციხის საკანი - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად იქცა, სწორედ ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე დგას.
კლინიკა "ვივამედის" ხელით "ქართული ოცნება" სააკაშვილის ისევ საკანში გამოკეტვას ცდილობს და ამას დემონსტრაციულად, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი დასავლური კამპანიის გაძლიერების პასუხად აკეთებს. თუმცა თავად პოლიტპატიმარი, მისი ოჯახი და უფლებადამცველები მარტივად დანებებას არ აპირებენ - ადვოკატებს უკვე მზად აქვთ სარჩელი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება.
ავტორი: ნინიკო გიგაური