ევროკავშირისგან მაქსიმალური დისტანცირების ფონზე კი "ქართული ოცნება" მოსკოვთან კიდევ უფრო ახალი
კონტაქტების გაბმას აპირებს. მაშინ როდესაც დასავლეთი პუტინის იზოლაციას ყველა მეთოდით ცდილობს არ არის გამორიცხული მოსკოვსა თბილისს შორის საავიაციო მიმოსვლა განახლდეს.
"პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის'' დირექტორი "მთავართან" საუბარში კონკრეტულ დროსაც ასახელებს და ამბობს, რომ ფრენები ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთ თვეში აღდგება.
უვიზო მიმოსვლა, ღვინის სერტიფიცირების ლაბორატორია და რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის დაარსება - ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან მოლაპარკებები ამ თემებზეც მიდის.