საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, ნინო იობაშვილს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხმა რუსული კანონისთვის არ მიუციათ. ბოლშევიკურ კანონს მხარი არც ირაკლი კოვზანაძემ დაუჭირა, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი უკვე თქვა. მანდატზე უარის თქმა გეგმავს ვლადიმერ ჩაჩიბაიაც, რომელმაც ეს "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში დაადასტურა.
"საპარლამენტო ცხოვრებისთვის უკვე დავიღალე... მანდატს დავტოვებ, კი" - ამბობს ჩაჩიბაია.
ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწია უმრავლესობის კიდევ ორი წევრის: დავით სერგეენკოსა და ელგუჯა გოცირიძის მანდატებს, რობლებსაც ასევე არ მიუციათ ხმა რუსული კანონისთვის.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი