2022 წელს, ევროკავშირში თავშესაფარი 25 000-ზე მეტმა ქართველმა ითხოვა

გამოქვეყნდა:

2022 წელს, ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი საქართველოს 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა.
ევროსტატმის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, რომ თავშესაფრის თხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და  სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრეს - გამონაკლისია თურქეთი.

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით (პირველ ჯერზე) საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:

  • საფრანგეთს - 8905 განაცხადი;
  • გერმანიას - 7965 განაცხადი;
  • იტალიას - 3240 განაცხადი;
  • ირლანდიას - 2705 განაცხადი;
  • ბელგიას - 840 განაცხადი;
  • ესპანეთს - 660 განაცხადი;
  • შვეიცარიას - 660 განაცხადი.

გასაჯაროებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ წინა რამდენიმე წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიმართვების რაოდენობა, თუმცა ეს რიცხვი ჩამორჩება 2015 და 2016 წლების მონაცემებს, როცა თავშესაფარს 1 მლნ ადამიანი ითხოვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი