ბერბოკის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობით დაჯდა - Spiegel

გამოქვეყნდა:

გერმანული გამოცემა Spiegel panorama წერს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობით დაჯდა. 

გამოცემის ცნობით, მიზეზად ის დასახელდა, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავის მიღება ვერ ხერხდებოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩანდა, თითქოს შასი შეეხო ასაფრენ ბილიკს, როცა პილოტი სწრაფად აფრინდა. მათივე ცნობით, პილოტს სწრაფად მოუწია მანევრირება, რადგან ბილიკი დაბლოკილი იყო. 

"შპიგელის" ცნობით, მეორე მცდელობისას დაშვება ინციდენტის გარეშე დასრულდა. პილოტმა თქვა, რომ თბილისის აეროპორტი, რომელიც გადატვირთული არა რის ხოლმე, რატომღაც დღეს აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში ევროკავშირის დროშა არ დაახვედრეს:

 

ცნობისთვის, ანალენა ბერბოკმა უკვე დაიწყო სამუშაო შეხვედრები, ის ამჟამად არასამთავრობო სექტორს ხვდება. აუდიენცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში იმართება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი