"ვისაუბრეთ მიტაცებულ ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე" - ვაშინგტონში კალინოვსკის ფორუმი გაიმართა, რომელსაც ნიკა გვარამიას მეუღლეც ესწრებოდა

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში კალინოვსკის ფორუმი იმართება, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები და ექსპერტები ყოველწლიურად იკრიბებიან რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიული პრინციპების განვითარებას. ფორუმში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძეც მონაწილეობს.

ფორუმს ესწრებოდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლეც.

"გავამახვილეთ [ყურადღება] იმ პრობლემებზე და ჩვენ არსებულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ის, რომ სახელმწიფო მიტაცებული არის ერთი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მერ და რომ აუცილებელია მოხდეს გამიჯვნა ქართველი ხალხისა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც უკვე აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში გვყავს პოლიტიკური პატიმრებიც, საუბარი იყო ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე", - ამბობს ნინო ევგენიძე. 

კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოს ლიდერებმა, ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ორი ძირითად თემა:

  • გადამწყვეტი წელი ერთიანი, თავისუფალი ევროპის (2023 წელი, როგორც ისტორიული ფანჯარა, ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების შესაძლებლობის)
  • თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის ბრძოლის გლობალური ასპარეზი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი