თურქეთში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

გამოცემების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 03:39 საათზე მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნრგევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში თურქეთ-სირიის საზღვართან დამანგრეველი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი