
რუსი დამპყრობლები არ წყვეტენ თავდასხმას ბახმუტზე. უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 80-ზე მეტი შეტევა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"მტერი თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს ლიმანის, ბახმუტის, ავდივის, მარინისა და შახტარის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად. პროფესიული და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 80-ზე მეტი შეტევა", - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
პარალელურად რუსეთი არ წყვეტს ბახმუტის მიმართულებით იერიშის მიტანას.
„გასული დღის განმავლობაში სწორედ ამ ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა ყველაზე მეტი საბრძოლო შეტაკება მითითებულ მიმართულებაზე... ზოგადად, 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა ოკუპანტების ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით. ნათქვამია შეტყობინებაში.