ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში

შესწავლით დადგინდა, რომ:

  • ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
  • 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
  • შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
  • უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული
  • მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა

TI წერს, რომ 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოქმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი, ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.

TI-ის ცნობით, 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%).

"2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა", - წერია განცხადებაში. 

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს, 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

იხილეთ სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი