
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უკრაინის ომზე ისაუბრა და დეტალურად აღწერა ის დანაკარგები და ზარალი, რაც უკრაინამ ომში მიიღო.
"უკრაინაში ომი არ ჩერდება, უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის, ქალები, ბავშვები. მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი შეადგენს თითქმის 1 ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს არის გადაქცეული პოლიგონად. ასევე გეტყვით, რომ 15-20 მლნ უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, ეს არის ტრაგედია და ამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება",- თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ.