
"რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა-შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა, ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არც ნატოს წევრი, არ გვაქვს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.