ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 76%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 69%-ისთვის ნატოში.
მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მიიღებს გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ხოლო 11% ეთანხმება, რომ მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე უარს ვიტყვით და რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას ჩამოვაყალიბებთ. გამოკითხულთა 12% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 16% ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 18-34 ასაკის კატეგორიაში გამოკითხულთა უმეტესობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ იხება.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.