პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა ფრანკლინის კლუბის ანარქისტების ორგანიზებული იყო - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში 7-8 მარტის აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი საფრთხე შიდა დესტაბილიზაციაა, რომლის კონტექსტში კი სწორედ აქციაში მონაწილე ახალგაზრდები მოიხსენია. 

ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან უწოდებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ე.წ. მეხუთე კოლონის" წარმომადგენლებს უწოდებს. 

"მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს. რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს მთავარი გამოწვევა რაც არის ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები. ქალბატონო აქუბარდია, თქვენ რომ იყოთ ობიექტური უსაფრთხოების ექსპერტი გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს. ამ "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლებს, რომ დაუშვებელია ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის დამანგრეველი ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები მთავრობის დამხობის და დესტაბილიზაციის მიზნით. მაგრამ თქვენ გამოდიხართ, იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ამ მეხუთე კოლონის, ეს არის მეხუთე კოლონა, მტრული ძალების პოლიტიკის გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია და მე ამის თაობაზე ფაქტები მოვიყვანე....

რატომ არ დაგმეთ პარლამენტის შენობაზე ცეცხლის გახსნა, შეტევები და პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, რომელიც ასევე მათ მიერ შექმნილი ფრანკლინის კლუბის ანარქისტების მიერ იყო ორგანიზებული,. წარმოდგენა არ გაქვთ რა მდგომარეობაშია დღეს რეგიონი და მთელი მსოფლიო",- თქვა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი