
მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული.
- თქვა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ.