მდინარაძემ იმის დასამტკიცებლად, რომ ღარიბაშვილი რუსეთის ხსენებას ბედავს დეპუტატებს ჩანაწერი მოასმენინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნასთან ჩართო ჩანაწერის ნაწილები პრემიერი ღარიბაშვილის გამოსვლიდან, რომელშიც ის ახსენებს ოკუპაციასა და რუსეთს.

მდინარაძე ამ ფორმით ეცადა დაემტკიცებინა, რომ პრემიერი რუსეთის ხსენებას ბედავს. 

"მათი ტელევიზიებიც დღეს ასე დაალაგებენ ტრენდს, რომ პრემიერმა არცერთხელ არ ახსენა, მოატყუებენ უბრალოდ. ახსენე თუ არა არ აქვს მნიშვნელობა და რამდენიმე წამი...ერთი ჩამიყარეთ-მეთქი რამდენჯერ ახსენა" ,- თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძის ქმედებას, რომელსაც მან "მხილება" უწოდა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ღიმილი მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი