ევროკავშირის დროშებით გავაცილოთ ანალენა ბერბოკი - თბილისში დღეს აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

დღეს, საღამოს თბილისში, აეროპორტთან აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეებს უნდათ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროკავშირის დროშებით გააცილონ. 

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ აეროპორტში ბერბოკს ევროკავშირის დროშით არ დახვდნენ.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, დღეს მიფრინავს 20:30 სპეციალური რეისით.

სამოქალაქო საზოგადოებას შეგვიძლია კიდე ერთხელ გავავლოთ წითელი ხაზი ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის და ევროკავშირის დროშებით გავაცილოთ კეთილგანწყობილი მინისტრი", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი