"ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი,სერგო ორჯონიკიძის სახე..." - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებას და თქვა, რომ ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი და სერგო ორჯონიკიძის სახე. 

"ნახსენები იყო ვანო ჩხიკვაძე, ერთ-ერთი ენჯეოშნიკი, უცხოელი აგენტი დადებით კონტექსტში, რომ თითქოს, ევროინტეგრაცია მას მოუტანია საქართველოში. თუ არ ვცდები, უსუფაშვილმა ახსენა. ვანო ჩხიკვაძე არის ის კაცი, რომელმაც დაწერა დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის სერგო ორჯონიკიძე. თქვენი ვანო ჩხიკვაძე, რომელსაც დღეს დააბრალეს ევროინტეგრაციის გულშემატკივრობა. ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტი,სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას  ",- თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, საუბარია დავით უსუფაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბევრმა ადამიანმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმაზე მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე ღარიბაშვილმა ან ივანიშვილმა. უსუფაშვილმა ამ კონტექსტში რამდენიმე ადამიანი დაასახელა, მათ შორის "ღია საზოგადოების ფონდის" საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი