
ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, გუბაზ სანიკიძეს "გაყიდული" ამჯერად ირაკლი კობახიძემ უწოდა. პრემიერის ინტერპელაციის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, კობახიძემ არ დაგმო მისი თანაპარტიელების ძალადობა გუბაზ სანიკიძის მიმართ.
"სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან გუბაზ სანიკიძეს. ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა.
რაც შეეხება 100 ათას დოლარს, ყველამ იცის ვინც საქმეშია ჩახედული, რომ მას ნაციონალობისთვის აქვს აღებული 100 ათასი დოლარი. მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ იშოვა 100 ათასი დოლარი" ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძეს პრემიერი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან დაესხა თავს და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები სანიკიძეს პარლამენტის დერეფანში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.