მათ აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს EU-ს წევრი - ანალენა ბერბოკისა და სტუდენტების შეხვედრა

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ სტუდენტებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და ანალენა ბერბოკი ისმენდა ახალგაზრდების მოსაზრებებს როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივას. შეხვედრას ესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომლებიც 7-8 მარტის აქციებისას რუსთაველის გამზირზე იდგნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

"მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ისინი ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ ყველა შესაძლო ფორმით და ფუსტრირება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ხშირად, შეიძლება ეს იყოს იმედგაცრუება, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ხელი ჩავიქნიოთ, იმიტომ, რომ ისინი ასე არ გვიყურებენ. მათ აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი" ამბობს ივა ლომიძე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.

თუმცა, სტუდენტებისა და ბერბოკის შეხვედრაზე ყველა მსურველი ვერ მოხვდა, რადგან დასწრება თავად გერმანიის საელჩოს მხრიდან, შეზღუდული იყო და მკაცრად კონტროლდებოდა დამსწრეთა რაოდენობა.

ახალგაზრდები, რომლებიც შეხვედრაზე ვერ შევიდნენ, საკუთარი სათქმელი წერილობით სახით ანალენა ბერბოკთან, ოპოზიციონერებს გაატანეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა ხანში ოპოზიციის ლიდერებს უნდა შეხვდეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი