
გერმანიის ელჩის რეზიდენციაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ხვდება.
ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
ოპოზიციის შემდეგ, ანალენა ბერბოკი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდება.
შეგახსენებთ, ანალენა ბერბოკის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში გასულ ღამეს დაიწყო. დღეს დილიდან კი მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან და სტუდენტებთან. ბერბოკი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც.
ანალენა ბერბოკი ქვეყანას დღეს დატოვებს.